„მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს“ - დააკავეს 1 პირი

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „Multi Tabak“-ის, „Multi Class“-ისა და „Armenia“-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.