რამდენიმე წუთის მთავრობის ადმინისტრაციაში წინ დასრულდა ბრიფინგი, სადაც ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურას ემატება სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობა და მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერი იქნება.
კანონპროექტი ხვალამდე პარლამენტს წარედგინება.
სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის კანდიდატურად კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი გეკა გელაძე დაასახელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობაც.
ირაკლი კობახიძეს და ბრიფინიგზე მყოფ მაღალჩინოსნებს – მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს კითხვებზე არ უპასუხიათ.