უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
ეს არის მისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ქალაქ გაბალაში პირისპირ ხვდება. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია ერთობლივი განცხადებები.
„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. საერთო პატივისცემა და თანამშრომლობა, რომელიც ორივე ერს აძლიერებს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.