პარლამენტის განათლების კომიტეტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფის მიზნად ისახავს:
– ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვას;
– ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაციას;
– სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას.
სამუშაო ჯგუფი 14 წევრისგან შედგება:
მარიამ ლაშხი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (ჯგუფის ხელმძღვანელი);
თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ზვიად გაბისონია – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
გიორგი ალიბეგაშვილი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
თეიმურაზ დოჭვირი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
ნანა მაჭავარიანი – სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
თეონა იაშვილი – სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი;
კონსტანტინე გამსახურდია – სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა;
რატი სხირტლაძე – ხელოვნური ინტელექტის (AI) და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტი;
ნინო ხელაია – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
რამაზ ხუროძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი;
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი;
ავთანდილ არაბული – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
ნინო ჭუმბურიძე– არეშიძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ– ს საპატიო დოქტორი.
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრების გარდა, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროების შესაბამისად მოწვეული იქნებიან შესაბამისი კომპეტენციის/უფლებამოსილების მქონე დაინტერესებული უწყებები/ორგანიზაციები;
სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადად 3 თვე განისაზღვრა. მუშაობის დასრულების შემდეგ,სამუშაო ჯგუფი გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციას განათლების კომიტეტს წარუდგენს.