,,112-ის“ ყოფილი დირექტორი გიორგი არსოშვილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად დაინიშნა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსოშვილი უწყების თანამშრომლებს გივი მიქანაძემ დღეს წარუდგინა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.