შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა და მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
წლების განმავლობაში გიორგი ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო. მის შესახებ გადაცემა ვრცლად „შაბათის ეთერმა“ მოამზადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს გიორგი ბახუაშვილის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას.
განათლება და კვალიფიკაცია:
2013 წელი – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფაკულტეტი – მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
2024 წელი – სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტი, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
სამუშაო გამოცდილება:
2026 წლიდან – დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორი
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე
2023-2026 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსი
2023 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსი
2021-2023 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი
2021 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს III განყოფილების უფროსი ინსპექტორი
2017-2021 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი
2007-2017 წლებში – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი (უფროსი ოფიცერი)