დღეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 14 პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
ესენი არიან:
ხვიჩა გოგოხია;
გიორგი ქორქია;
ლევან ჯიქია;
გიორგი რურუა;
ლაშა ივანაძე;
სერგო მეგრელიშვილი.
ალექსანდრე ხაბეიშვილი;
ბექა ქელეხსაშვილი;
გიორგი მულაძე;
მამუკა ლაბუჩიძე;
გურიელ ქარდავა;
ავთანდილ სურმანიძე;
თემურ ქურციკიძე;
ვახტანგ ფიცხელაური.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, ბრალდებულებს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ექნებათ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა. 7 ბრალდებული საპროცესო გარიგების საფუძველზე დარბაზიდან გუშინ გათავისუფლდა.