საპროცესოს საფუძველზე 4 ოქტომბრის საქმის 14 ბრალდებული დარბაზიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

დღეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 14 პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ესენი არიან:

  • ხვიჩა გოგოხია;
  • გიორგი ქორქია;
  • ლევან ჯიქია;
  • გიორგი რურუა;
  • ლაშა ივანაძე;
  • სერგო მეგრელიშვილი.
  • ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  • ბექა ქელეხსაშვილი;
  • გიორგი მულაძე;
  • მამუკა ლაბუჩიძე;
  • გურიელ ქარდავა;
  • ავთანდილ სურმანიძე;
  • თემურ ქურციკიძე;
  • ვახტანგ ფიცხელაური.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, ბრალდებულებს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ექნებათ.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.