გიორგი ჩახუნაშვილის ბოლო ინტერვიუ დაპატიმრებამდე

ექიმს, აკადემიკოსს გიორგი ჩახუნაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„პუბლიკამ“ 72 წლის ექიმი განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა და მასთან ერთად იმგზავრა სასამართლომდე, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე მისი და კიდევ ექვსი ბრალდებულის საბოლოო პროცესი გაიმართა.

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ნაწილ მათგანს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებოდა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

64 ბრალდებულიდან თავი უდანაშაულოდ ცნო 30-მა მათგანმა და მოსამართლემ მათი განაჩენი არსებითი განხილვით გამოიტანა.

საპროცესო შეთანხმება კი გაუფორმდა 34-ს (ამ 34-დან 22 მსჯავრდებული, საპროცესო შეთანხმების თანახმად, უკვე გათავისუფლებულია, 12 მათგანი კი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს).

საქმეზე 3 მსჯავრდებული მიმალვაშია. ესენი არიან: ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი, ია დარახველიძე.

ციხეში ამ დროისთვის სასჯელს იხდის 38 მათგანი (ამ 38-ში შედის 12 მათგანიც, ვისაც საპროცესო რეალური სასჯელით გაუფორმდა).