ოკმელა ჯუნიორი სკოლაში წავიდა

6 წლის ნიკოლა ოკმელაშვილს დღეს სკოლაში პირველი დღე ჰქონდა.

მამის დაჭერის დროს ის 3.5 წლის იყო. 4 და 5 წლის ის მამის გარეშე გახდა.

სინდისის პატიმარი გიორგი ოკმელაშვილი 2.4 თვეა, ციხეშია. „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულების შედეგად მას 5 წელი აქვს მისჯილი.

შვილისთვის დაბადებიდან ერთობლივად შერჩეულ სკოლაში ნიკოლა დღეს დედამ წაიყვანა. მამამ კი სკოლის ამბები ქსნის ციხიდან სატელეფონო ზარით მოიკითხა.