საზმაუს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატია

პუბლიკა

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი კანდიდატია. სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში განაცხადების მიღება უკვე დასრულდა.

თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორად 2020 წლის სექტემბერში 6 წლის ვადით აირჩიეს, მას გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავება მეორე ვადითაც სურს. 

გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურში  მონაწილეობა კანდიდატებს 1 თვის განმავლობაში შეეძლოთ, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შერჩევის საფუძველზე კი, სამეურვეო საბჭო მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს გამოავლენდა.

ღია კონკურსი ორ ეტაპად ტარდებოდა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მეორე ეტპზე კანდიდატმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მართვის ხედვა უნდა წარადგინოს და გასაუბრების ეტაპი გაიაროს.