კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
„ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივი მოქმედებით შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობებათ დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე 21 ივლისს ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ ეს გადაწყვეტილება იძულებით, უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის პირობებში იქნა მიღებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა გადაწყვეტილებას, რომელიც ნაურუმ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო.
რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.
ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს სულ 5 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად აარის სირია, ასევე ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.