ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა

პუბლიკა

ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ნაურუს მხარემ.

უწყება წერს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნაურუმ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმაც და თქვა:

„თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება“.


რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.

ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს სულ 5 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად აარის სირია, ასევე ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.