დენის კულანინი თბილისში, 2025 წლის 28 მარტს დააკავეს – რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით.
მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. 2026 წლის 27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა დენის კულანინი შეიწყალა, თუმცა ის შემდეგ მიგრაციის სამსახურმა დააკავა. უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ადვოკატები ამბობდნენ, რომ იყო საფრთხე დენისის რუსეთში გაძევების.
მისი საქმე 4 სექტემბერს განიხილა სასამართლომ და დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
მას მიეცა 7-დღიანი ვადა იმისთვის, რომ გამგზავრებულიყო მესამე ქვეყანაში.