ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ისევ გაერთიანდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა

პუბლიკა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ისევ გაერთიანდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.

21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. ამისთვის მთავრობაში ცალკე სტრუქტურა შეიქმნა.

29 ივლისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძის ეს თანამდებობა უქმდებოდა, მდინარაძე კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

მთავრობაში ეს სტრუქტურა სექტემბერში უნდა შექმნილიყო, მანამდე კი მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დაიკავა. კობახიძის თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტრო კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდებოდა.

27 აგვისტოს მდინარაძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ თანამდებობას და საერთოდ პოლიტიკას ტოვებს.

მას შემდეგ, რაც მდინარაძემ პოლიტიკა დატოვა, „ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ დაანონსებული თანამდებობა აღარ შეიქმნება.