მაია კოხტაშვილის ინტერვიუ „პუბლიკასთან“

11 სექტემბერს, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით, ექიმი მაია კოხტაშვილი დააკავეს. 1989 წლიდან ახმეტაში ნევროლოგად მომუშავე ექიმს უპრეცედენტო სოლიდარობა გამოუცხადეს ახმეტის რაიონის მოსახლეობამ და სამედიცინო საზოგადოებამ.

დაკავებულ ექიმს 12 სექტემბერს 50000 გირაო შეეფარდა. გირაოს თანხა ერთ საათში მხარდამჭერებმა შეუგროვეს. საქმეში არ არსებობს სარგებლის მიღების დამადასტურებელი მტკიცება.

ექიმი ამბობს, რომ ის მიენდო პაციენტს, რომელმაც უთხრა, რომ ასაკოვან ბებიას ნევრალგია აწუხებდა და გამოუწერა მედიკამენტი. პაციენტი საგამოძიებო სამსახურის აგენტი-პროვოკატორი ბექა მარტყოფიშვილი იყო.

მაია კოხტაშვილის საქმეში შემდეგი სასამართლო პროცესი 5 ნოემბერს გაიმართება.

„პუბლიკა“ მაია ექიმს ახმეტაში, მის სახლში შეხვდა. მაია კოხტაშვილი გვესაუბრა თავის პროფესიულ გზაზე, პაციენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერის ახალ წესზე, რომელმაც მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება შეჭირვებულ პაციენტებს და ექიმების დატვირთვა გაზარდა.