საქართველოში მოკლევადიან ბინადრობაზე ფრანგ ფოტოგრაფს სასამართლომაც უარი უთხრა

პუბლიკა

სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ფრანგი ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი ეთქვა.

საქართველოში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფმა და ვიდეოგრაფმა ფრანსის პრიმერსკიმ, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა მოკლევადიან ბინადრობაზე, აპრილში გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა გაუქმდეს სააგენტოს გამოცემული აქტი.

მისი ადვოკატის თქმით, ფრანსის პრიმერსკის, როგორც საქართველოში წლების განმავლობაში მცხოვრებ პირს, ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც მეორეჯერ გაუხანგრძლივდა მიმდინარე წლის მარტში, ნებართვის გაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად მას ეცნობა, რომ სააგენტომ გააუქმა მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო დავა, სასამართლოში გასაჩივრებული არის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც ფრანსის პრიმერსკის გაუუქმდა მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სააგენტოს გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ არის, აქედან გამომდინარე მისთვის უცნობია თუ რა ფატქობრივი გარემოება დაედო საფუძვლად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ მითითებულია სამართლებრივი ნორმა, როემლიც ასაბუთებს იმას, რომ თითქოს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში დარჩენა ეწინააღმედეგება საქართველოს ინტერესებს.