ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკატერინა ტოლსტიკოვა დანიშნა.
გავრცელებული ბიოგრაფიის მიხედვით, სევასტოპოლში დაბადებული ეკატერინა ტოლსტიკოვა რუსეთში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
სხვადასხვა დროს იყო რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 2026 წლიდან ის მუშაობდა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მრჩევლად.
მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტად 2026 წლის სექტემბერში „აირჩიეს“.
მისი კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში წარიმართა. თავადაც ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. მუშაობდა რუსეთის ანტიმონოპოლიურ კომიტეტში, რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, მეცნიერების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ, 2014 წლიდან იყო ეროვნული კვლევითი ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტის“ დირექტორი.
2026 წლის მაისში დაინიშნა ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად. გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე-ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა კამბოლოვს სანქციები დაუწესა.