პირველადი მონაცემებით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა.
მან დაამარცხა ყოფილი პრემიერი, პროდასავლელი ანდრეი გიუროვი.
არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს გაიმართა, პირველ ნოემბერს გამართულ მეორე ტურში კი, პირველადი მონაცემებით, იოტოვამ ხმების 57% მიიღო. გიუროვმა დამარცხება აღიარა.
ლიანა იოტოვამ უკვე მიიღო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურუსლა ფონ დერ ლეიენის მილოცვა.
ილიანა იოტოვა რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელების ნაცვლად დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა. მას მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი, რომლის პოლიტიკურ ძალასაც აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება ჰქონდა.
საარჩევნო კამპანიისას ყურადღების ცენტრში შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმებიც მოექცა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად, სავარაუდოდ, ორი ათეული საერთაშორისო მეზღვაური დაიღუპა. ბულგარეთს რუსეთი თავდასხმების ორგანიზებაში პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ამ მოვლენებით რუსეთის ფედერაცია სარგებლობს.
ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. პრეზიდენტის უფლებამოსილება ძირითადად წარმომადგენლობითია, თუმცა მას შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ფუნქციაც აქვს, შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება და საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა.