საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რურუა პატიმრობაში დარჩა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სასამართლოში დაუდასტურეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი რურუა დააკავა სსკ-ის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.