avatar
არჩილ თალაკვაძე
"არ მგონია აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10 % რომ გაფლანგოს მერმა, შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შემდეგ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ. ასეთ დანაშაულზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ მისცემდნენ პასუხისგებაში. აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მზად ვართ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ“

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, სენატორ ჯიმ რიშის ტვიტის კომენტირებისას, სადაც სენატორი ამბობს, რომ ელის შეთანხმების შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.