ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა - კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეპიდემილოგების მითითების შემდეგ ამუშავდება.

„ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, ვართ მაქსიმალურად მობილიზებულნი და ველოდებით ეპიდემიოლოგების მხრიდან მითითებებს და როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. რისი დაცვა და გათვალისწინება მოგვიწევს, ამაზე მოსახლეობასთან წინასწარ გვექნება კომუნიკაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოებას გულისხმობს, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია. მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.