აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლები დაემატება – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატოს. მან ამის შესახებ ცენტრის Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელი ტესტირების ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერის მძღოლები. უკვე ლოჯისტიკური სქემა ლაგდება. დღესაც მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან. ეს არის საბაჟოსა და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამისი სამსახურები. საუბარია არა ტრანზიტულ, არამედ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში რჩებიან. ამ მძღოლების ტესტირება იქნება ხელმისაწვდომი, დღეში დაახლოებით 250-დან 300-მდე ადამიანია. ეს საჭიროა რისკის თავიდან ასაცილებლად, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში სიტუაცია არასახარბიელოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.