ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„ახალი 26 შემთხვევიდან 18 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდანაა. რაც შეეხება დანარჩენ 8-ს, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა, 4 კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ეპიდკვლევით მიღებული, რომელთანაც კვლევა მიმდინარეობდა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტები, რომლებიც მათ კლინიკაში მოხვდნენ, სოფელ მუშებანიდან არიან და მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. მისივე თქმით, მძიმე პაციენტები კლინიკაში არ არიან.