რეზო ბოჭორიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტია
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ყოველდღე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე დგას
„67 წლის კაცი ვარ და ჩემი უკვე მოვილიე. შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ხომ უნდა დავახვედრო რამე?! ამიტომ ვდგავარ აქ. მე სადღაც გვერდზე გავდგე? ახლა უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, ჩვენი ხნის ხალხი, ახალგაზრდებს სწავლასა და გზას უნდა ვაძლევდეთ. თქვენ უნდა იმრავლოთ და იხაროთ და ჩვენ გვერდში უნდა ამოგიდგეთ, რაც შეგვიძლია, უნდა ვიღვაწოთ”, – ამბობს ის „პუბლიკასთან” საუბრისას;