უკუსვლა ქართულ ნარკოპოლიტიკაში - ინტერვიუ პაველ ბემთან

სერიოზული შეშფოთების საფუძველს ხედავენ ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში.

27-30 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წევრები. ისინი შეხვდნენ როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

„პუბლიკა“ ერთ-ერთ კომისარს, პაველ ბემს ესაუბრა – ის ქართული ნარკოპოლიტიკის ბოლოდროინდელ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს.

„ძალიან გამაკვირვა საქართველოს ნარკოპოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულმა ბევრმა ახალმა მოვლენამ…“, – გვეუბნება ის.

„პუბლიკასთან“ ინტერვიუში ის საუბრობს მოსალოდნელ რისკებზეც, რის წინაშეც შესაძლოა, ქვეყანა დადგეს, თუ არსებული მიდგომები არ შეიცვალა.


პაველ ბემი ჩეხი პოლიტიკოსია, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ყოფილი წევრი და პრაღის ყოფილი მერი. ის ასევე არის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული ნარკოტიკების ეროვნული კომისიის წევრი და პრაღის ნარკოპოლიტიკის საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი. ბემმა მედიცინა პრაღის კარლის უნივერსიტეტში შეისწავლა და ფსიქიატრიაში სპეციალიზდა.

მისი სამედიცინო საქმიანობის უდიდესი ნაწილი ნარკოტიკების მოხმარების პრევენციასა და მკურნალობას უკავშირდება.

2012 წელს ის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი გახდა. ამასთანავე, იგი არის რეგიონული გაერთიანების — აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წევრიც.