„თუ სახელმწიფომ კორონავირუსის გამო საზღვარი ჩაგვიკეტა, რომ ხალხი ვირუსით არ დაიღუპოს, მაშინ იმაზეც იზრუნოს, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ“ – უკვე თვეზე მეტია თურქეთში დასაქმებულები ბათუმში საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქციებს მართავენ.
თურქეთში დასაქმებულები აცხადებენ, რომ, თუ პანდემიის გამო საზღვრის გახსნა ვერ ხერხდება, მაშინ ხელისუფლებამ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მრავალჯერადი უნდა გახადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთში დასაქმებულებს ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ვიდეო მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.