თალაკვაძე ამბობს, რომ მილანში პირად საქმეზე ჩაფრინდა და მეორე დღეს უკვე სამსახურში იყო

პუბლიკა

„რეალურად, ამ ამბებიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სამსახურში, ეს იყო რაც საბოლოო ჯამში დარჩა ამ სიუჟეტიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

„მე პირადად ძალიან აღმაშფოთა იმან, რომ ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს.

მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა”, – აცხადებს თალაკვაძე.

მან იმედის ეთერში საზოგადობას მიმართა და აღნიშნა, რომ გულწრფელად წუხს შექმნილი უხერხულობისთვის და იმისთვის, რომ ამდენი ლაპარაკი მოყვა ამ ფაქტს.

„სინამდვილეში, მთელი ეს fake-ი [სიყალბე], რაც ნახა საზოგადოებამ, ააწყვეს ერთადერთ რამეზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს უკვე იყო სამსახურში…

მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ [ეს ვიდეომიმართვა ჩამეწერა] და მეთქვა საზოგადოებისთვის, სად ვიყავი. ვინდაიდან საწინააღმდეგო ინფორმაცია იყო გავრცელებული, რომ თითქოს მე წავედი დასასველებლად, რომ ვისმენებდი იქ ბიუჯეტის ხარჯზე, არ მაინტერესებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“, – ამბობს თალაკვაძე,