საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიან თვითიზოლაციას აღარ გაივლიან - საელჩო

პუბლიკა

ლიეტუვის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ რეზიდენტებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

„ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ამ ეტაპზე საზღვრები გახსნილი აქვს გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან.

საქართველო მოხვდა იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორის, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, რომელთაც საზღვრებზე შეზღუდვები უნდა მოეხნას.