თუ ჩვენი ქცევა ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის, შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყებას შეექმნას რისკი - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ, თუ საზოგადოების ქცევა იქნება ისეთი, როგორიც დღეს, შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას.

„ამ ეტაპისთვის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას.

„თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება“, – განაცხადა ტიკარაძემ.


5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

„სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში საკლასო ოთახებში დაიწყება. ასევე უნივერსიტეტში აუდიტორიებში და სკოლებში საკლასო ოთახებში დაიწყება სასწავლო წელი“, – განაცხადა ჩხენკელმა.