სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება - განათლების მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

„სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში საკლასო ოთახებში დაიწყება. ასევე უნივერსიტეტში აუდიტორიებში და სკოლებში საკლასო ოთახებში დაიწყება სასწავლო წელი.

ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ მზად ვართ ყველა სიტუაციისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება ეპიდსიტუაციას“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.