სალომე ტრანსგენდერი ქალია. აპრილში „სუფთა სახლში“ დაიწყო მუშაობა. ჰყვება, რომ თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, მის სტაჟირების დროს კორონავირუსის პანდემია დიწყო და მიმოსვლა შეიზღუდა. ამის გამო ფილიალის მენეჯერმა უთხრა, რომ სჯობდა წასულიყო, რადგან კარანტინის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ივლიდა და „ხელფასი ტრანსპორტში დაეხარჯებოდა“.
ჰყვება, რომ დიდი თხოვნის შემდეგ მის სახლთან ახლომდებარე ფილიალში გადაიყვანეს. თავს იქაც კარგად გრძნობდა, მაგრამ 10 დღის შემდეგ მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა. ოფიციალურ მიზეზად ძველი თანამშრომლის დაბრუნება დაუსახელეს.
სალომე იხსენებს, რომ მოგვიანებით, შემთხვევით შეიტყო, რეალურად „სუფთა სახლიდან“ ტრანსფობიურ ნიადაგზე გამოუშვეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა, რომ მაღაზიაში ბავშვებთან ერთად შედიოდა და იქ ტრანგენდერი ქალის დანახვა არ სურდა. ასე დაკარგა სალომემ პანდემიის დროს შემოსავლის წყარო.
საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიაა იმის მიზეზიც, რომ ის „პუბლიკასთან“ ანონიმურად საუბრობს.
„პუბლიკამ“ კომენტარისთვის „სუფთა სახლს“ მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას გმობენ.
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.