ბაჩალიაშვილების ადვოკატი ითხოვს ხელახლა დაიკითხოს ყველა ვინც საქმეზე ჩვენება მისცა

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა, ვინც საქმეზე ჩვენება მისცა. მიხეილ რამიშვილის თქმით,  ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა.

„ვითომდა მათ მიერ ავტომობილის აღმოჩენა და ფაქტების აღწერა, თითქოს ავტომობილის ნახვა.. ძალიან დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ იმ პერიოდში თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებლებს დატოვებული ეს ადამიანები. შესაბამისად, ამ ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა“, – განაცხადა რამიშვილმა.