დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სასტუმრო „ოაზისში” აღებული 900 ნიმუშიდან ამ ეტაპზე 2/3-ზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა გრძელდება.
„სასტუმრო „ოაზისში” გუშინ 900 ნიმუში იქნა აღებული, უმეტესობა ამ ნიმუშებისა გამოკვლეულია და უმეტესობა არის უარყოფითი. ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული ყველა ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
სასტუმრო „ოაზისში“, სადაც კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯამში სასტუმრო „ოაზისში” 900-მდე ადამიანი იმყოფებოდა.