ვის ეკუთვნის უფასო ტესტირება - NCDC-ის განცხადება აჭარაში ლოკალური ეპიდაფეთქების კერებზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, უფასოდ ტესტირებას ექვემდებარება ყველა ის მოქალაქე (სიმპტომების მიუხედავად), რომელიც ბათუმში მდებარე კაფე „დონაში” იმყოფებოდა 20 აგვისტოდან მოყოლებული ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში” 30-31 აგვისტოს.

რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე სხვა მოქალაქეებს, NCDC-ის განცხადებით, მათ ეძლევათ თვითმონიტორინგის რეკომენდაცია და ამ პერიოდში სიმპტომების (მომატებული ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ქოშინი და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექვემდებარებიან უფასო ტესტირებას, რისთვისაც უნდა მიმართოს 112-ს.

NCDC აცხადებს, რომ ბათუმში, ქობულეთსა და შეკვეთილში სპეციალურად მოწყობილ ტესტირების სივრცეებში (კარვებში და ბათუმის 5 პოლიკლინიკაში), კვლავ რჩება მსურველების ნებაყოფლობითი კორონავირუსზე PCR ტესტირების არსებული რეჟიმი.