avatar
ნათია თურნავა
ეს მისი გაცხადებები უკვე რაღაცა ანეკდოტს ემსგავსება და ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩამოვა, არ ჩამოვა... იმასაც გეტყვით ახლა, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიაა, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. გამიგია მე დისტანციური მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა „ნაციონალების“ ნოუ-ჰაუა. ეს ძალა არის წარსულის ძალა, ეს პოლიტიკოსი, მათი ლიდერი გახლავთ წარსულის პოლიტიკოსი და ესენი ცდილობენ ისევ წარსულ მოგონებებში ჩაითრიონ ქვეყანა.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.