საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უახლესი გამოშვების ავტომობილს ყიდულობს. სატენდერო წინადადების მიხედვით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 66 700 ლარია.
ტექნიკური მოთხოვნის თანახმად, მანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2019 წელს გამოშვებული, მარცხენასაჭიანი, ოთხკარიანი, აღჭურვილი კონდიციონერით, აუდიოსისტემით, საჭის გამაძლიერებით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია. დამატებითი წყარო კი სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდები.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტი 2017 წელს 4 მლნ. ლარზე მეტი იყო. აქედან, ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა (2,215,246 ლარი).