გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს - საგარეო უწყება

პუბლიკა

2019 წლის 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გართულებული ვითარება.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი  2020  წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

წაიკითხეთ ვრცლად აქ:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედი აქვთ, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

„რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს“, – თქვა რუდენკომ.