ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან უნდა შეხვდეს – ლავროვის მოადგილე გაფრინდაშვილზე

პუბლიკა

„ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს“, – თქვა რუდენკომ.

მისი თქმით, ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, მას აქვს იმედი, რომ ექიმი უახლოესს პერიოდში ახლობლებს დაუბრუნდება.

„მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ“,-თქვა რუდენკომ ჟურნალისტებთან.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile