avatar
ეკატერინე ტიკარაძე
ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია. მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას - არა სურვილებს, არამედ მის გადაწყვეტილებას. დაველოდოთ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებას.

ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა ტიკარაძეს სურვილი, რომ იყოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში, რადგან ჟურნალისტის ინფორმაციით, პრემიერს არ სურს ეკატერინე ტიკარაძის ხილვა მინისტრად.