განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც პირველი კონსტიტუციის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.
“2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა, პირდაპირ ვიტყოდი, ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო. ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ“