Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 801 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.14 %.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 292 244-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 279 389-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი – 538 შემთხვევა
- აჭარა – 103
- იმერეთი – 73
- ქვემო ქართლი – 63
- შიდა ქართლი – 30
- გურია – 24
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119
- კახეთი – 42
- მცხეთა-მთიანეთი – 25
- სამცხე-ჯავახეთი – 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური8 921 შემთხვევაა, რომელთაგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359.
ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პაციენტი: თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში.
5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.