საუკეთესო გადაწყვეტილებაა, გახადო განათლება ხელმისაწვდომი

რეკლამა

საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს და სკოლებში მულტიფუნქციური იდეათეკების მოწყობას აგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების, იდეათეკების პროექტს საქართველოს ბანკი ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად უკვე მეორე წელია ახორციელებს.  პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენს. პროექტის განხორციელებისას ერთერთი მთავარი აქცენტი საზღვრისპირა სოფლებზე გაკეთდა და 2020 წლის შემოდგომაზე იდეათეკები საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში, სასაზღვრო სოფლებში- დიცსა და ხურვალეთში,  ასევე ფოთში და თბილისში  გაიხსნა. არაფორმალური განათლებისთვის შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში რეგულაციების დაცვით, აღნიშნული სივრცეები გახსნის დღიდან, პანდემიის პირობებშიც კი ახერხებენ აქტიურ ფუნქციონირებას. როგორც სკოლის მოსწავლეები გვიყვებიან, იდეათეკა მათთვის საყვარელ ადგილად იქცა.

„იდეათეკაში კვირაში 2-3 ჯერ დავდივარ, ზოგჯერ შესვენებებზე, ზოგჯერ სკოლის შემდეგ. ყველაზე მეტად რაც მომწონს ისაა, რომ აქ სკოლის საგნების გარდა ბევრი სხვადასხვა ჟანრის წიგნია, კლასიკურიც და თანამედროვეც. კომპიუტერები და წიგნები ისეთი რაღაცების შესწავლაში მეხმარება, რასაც გაკვეთილებზე არ გავდივართ. ხშირად კლასელებთან ერთად საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ ან საქართველოს და მსოფლიო რუკის ფაზლებს ვაწყობთ. ზოგჯერ ფილმებსაც ვუყურებთ ხოლმე. სამოქალაქო და უცხო ენის გაკვეთილებიც აქ გვიტარდება.  ბოლოს იდეათეკიდან გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გამოვიტანე, რასაც ახლა ვკითხულობ. ვფიქორბ, იდეათეკის მოწყობა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო“, – გვიყვება გიორგი კაბულაშვილი, ხურვალეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.

სწორედ ასეთი ახალგაზრდებისა  და არაფორმალური განათლების რეგიონებში ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ბანკის მხარდაჭერით  კიდევ 5 ახალი იდეათეკა  გაიხსნება. ესენია: ზემო ნიქოზის,  ამბროლაურის, ოზურგეთის, დუისისა და ახალქალაქის საჯარო სკოლები, რათა კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლებული ბიბლიოთეკითა და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო ყველა რესურსით .

„ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, თუმცა წიგნების კითხვაც მიზიდავს. ძირითადად საგაკვეთილო წიგნებს ვკითხულობ, თუმცა ამ ბოლო დროს რამდენიმე ქართული ნაწარმოები წავიკითხე, ისეთი მწერლებისგან, როგორიცაა ალექსანდრე ყაზბეგი და ოტია იოსელიანი. ძალიან ვისიამოვნე, ვფიქრობ გასაგებ ენაზე წერენ. ასევე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თანამედროვე მწერლებსაც და გადათარგმნილ წიგნებს. ამიტომ ვფიქრობ, იდეათეკა ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან საინტერესო წიგენბის კითხვის შესაძლებლობას მომცემს.  ხშირად ვივლი ხოლმე იდეათეკაში წიგნების გასატანად, პროექტებზე სამუშაოდ და მეგობრებთან ერთად დავალებების მოსამზადებლად“,- ამბობს ჩვენთან საუბრისას ლევან ნინიძე, ოზურგეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა.

და ეს ყველაფერი არაა, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი განგრძობადია და  განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომისა და საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისების შესაძლებლობა ეტაპობრივად სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებსაც მიეცემათ.

პროექტის ფარგლებში, 2 500-მდე მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა და აქტიურად იყენებს საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციურ სივრცეებს, 2021 წელს დამატებული 5 ახალი სკოლაში იდეათეკების მოწყობით კი კიდევ 2000 მოსწავლეს ექნება საშუალება წაიკითხონ ახალი წიგნები და გამოიყენონ ტექნიკური რესურსები. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.