აბაშის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე გადადგა

პუბლიკა

აბაშის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მაკალათია თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე სამი კვირა იმუშავა.

„მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, „დავალაგეთ” საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან”, – ამბობს მაკალათია ტელეკომპანია „ფორმულასთან”