აჭარა - 348, თბილისი - 99, იმერეთი - 59 – ენდელაძე კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილებაზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

• აჭარა – 348;
• თბილისი – 99;
• იმერეთი – 59;
• სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19;
• მცხეთა მთიანეთი – 10;
• რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი 1;
• გურია – 3;
• კახეთი – 3;
• შიდა ქართლი -4;
• ქვემო ქართლი – 1;
• სამცხე ჯავახეთში – 1.

მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში 4358 აქტიური შემთხვევა და მათ შორის კრიტიკულად მძიმე 55 პაციენტია. მისივე ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტებიდან 9 აფხაზეთიდანაა.


დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.