აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27 შემთხვევა დაფიქსირდა - შავიშვილი

პუბლიკა

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 27 შემთხვევა“, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი 27 შემთხვევიდან ნაწილი უკვე დადასტურებული  შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ და ძირითად ოჯახური კონტაქტებია.

„ინფიცირებულებში გახლავთ სავაჭრო ცენტრ „ხოფის“ ერთი თანამშრომელი, სამშობიარო ცენტრთან დაკავშირებული პური (თუმცა საოჯახო კონტაქტი) და ყველა ის შემთხვევები, რომლებიც იყო დაანონსებული გუშინ. 16 კონტაქტი გახლავთ უცნობი, მათ შორის კარანტინშია ერთი იმპორტირებული შემთხვევა“, – აღნიშნა შავიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინფიცირებულებიდან ნაწილი წინა დღეს დაანონსებული უცნობ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტებია.