აჭარაში ხვალიდან რესტორნები 22:00-მდე იმუშავებს, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც - მეზვრიშვილი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აჭარაში რესტორნები 22 საათიდან დაიხურება და ასევე მუშაობას სრულად შეწყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გამოაცხადა.

„ხვალიდან, 22:00-დან რესტორნები აღარ იმუშავებენ, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ხვალიდან აჭარის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება. გარკვეული ეტაპით, სანამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, რესტორნები იკეტება 22 საათიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში ისინი იმუშავებენ, ხოლო 22 საათიდან დილამდე დაიკეტება.