აჭარაში კორონავირუსი ერთ ოჯახში 5 პირს დაუდასტურდა

პუბლიკა

აჭარაში კორონავირუსი ერთ ოჯახში 5 პირს დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია.

„გადმოვიდა ლარსის საზღვრით 2 ივლისს, 3-ში იმყოფებოდა ოჯახში, ვიდრე არ გადაკვეთავდა თურქეთის საზღვარს, როდესაც დაბრუნდა სარფით, 9-ში უკვე ჩვენთან იქნა გამოვლენილი როგორც დადებითი შემთხვევა და გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რაც შეეხება 5 პირს, მათ შორის 2 არის არასრულწლოვანი, 4 წლის და წლამდე ასაკის ბავშვი, ჯერჯერობით ოჯახის გარეთ კონტაქტებიდან დადასტურებული შემთხვევები არ გავქვს, თუმცა მიმდინარეოს დამატებითი კონტაქტების მოძიება, 14-დღიანი იზოლაციის პერიოდი თითოეულ მათგანზე არის დაწესებული“,- განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 851-ს შეადგენს.

განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 4851
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31