აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შეთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

უწყების ცნობით, ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს.