აჭარაში ქალი მოკლეს, დაკავებულია მამამთილი

პუბლიკა

აჭარაში, სოფელ სალიბაურში ქალი მოკლეს. რეგიონული მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებული მოკლულის მამამთილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.